სომხეთში მასაჟის სალონების საქმიანობა შეიზღუდა – „ასეთი სალონები სექსუალური ექსპლუატაციის ბუდეა“

სომხეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატებმა მეორე მოსმენით „ვაჭრობისა და მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანეს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მასაჟის სალონების მომსახურება იზღუდება.

კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატი სერგეი ბაგრატიანია, რომლის აზრით, ერევანსა და რესპუბლიკის სხვა დიდ ქალაქებში მასაჟის სალონის ნაწილი მათ პირდაპირ მიზანს არ ემსახურება და „ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბუდეს“ წარმოადგენს.

ცვლილების თანახმად, მასაჟის სალონების საქმიანობა იკრძალება მრავალსართულიან სახლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისტორიულ- კულტურული ობიექტების და მუნიციპალური ორგანოების შენობებში.
გარდა ამისა, მუნიციპალურმა ორგანოებმა ასეთი სალონების მოქმედების ტერიტორია უნდა შეზღუდონ, მათ საქმიანობაზე ნებართვის გაცემა კი, მუნიციპალურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ შეზღუდვა სამკურნალო მასაჟის მომსახურების სალონებს არ შეეხებათ.

კანონი ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები