ანრი ოხანაშვილი: ჟანგბადს ნაციონალობა არ გააჩნია და ის ერთნაირად საჭიროა, როგორც ქართველებისთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის

0

“ჟანგბადს ნაციონალობა არ გააჩნია და ის ერთნაირად საჭიროა, როგორც ქართველებისთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამარცხვინოა ამ თემის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა.
“მხოლოდ მისასალმებელია, რომ ამაზონის ხანძრის შედეგების აღმოფხვრაში, ბერა ივანიშვილის სახით, თუნდაც ერთ ქართველს მაინც შეაქვს თავისი წვლილი.
ეს საამაყო უნდა იყოს ყოველი ქართველისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ჯანსაღად აფასებს ამ ფაქტს.
ჟანგბადს ნაციონალობა არ გააჩნია და ის ერთნაირად საჭიროა, როგორც ქართველებისთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის. ამ თემის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობაც კი სამარცხვინოდ მიმაჩნია”,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად 1.1 ათას მილიონ დოლარს გადარიცხავს.

კომენტარები

კომენტარი