მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან ასეთი ღირსეული ქცევა არც პირველია და არც უკანასკნელი

0

“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან ასეთი ღირსეული ქცევა არც პირველია და არც უკანასკნელი”, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილების ოჯახს ვერავინ უსაყვედურებს, რომ სამშობლოს ყურადღებას აკლებენ.

“ეს ადამიანი განთქმულია თავისი ქველმოქმედებით, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ეს მხოლოდ მისასალმებელი და საამაყოა. მით უმეტეს, რომ ამ ოჯახს ვერავინ უსაყვედურებს, რომ ყურადღებას აკლებს სამშობლოს. მის სახელს უკავშირდება არაერთი უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო პროექტი, მათ შორის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის გრანდიოზული, მილიარდ ევროიანი პროექტი, ასევე, საქართველოს ისტორიული ძეგლების და ტაძრების რესტავრაცია და უამრავი სხვა სიკეთე. ქველმოქმედების კრიტიკა უბრალოდ გაუგებარია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად 1.1 ათას მილიონ დოლარს გადარიცხავს.

კომენტარები

კომენტარი