დავით ბაქრაძე: ამ დოკუმენტში ჩვენ ვხედავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის მყარ მხარდაჭერას

0

ამ დოკუმენტში ჩვენ ვხედავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის მყარ მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს არის პირველი ცალკე მდგომი დოკუმენტი, რომელსაც აქვს ძალიან მყარი ორპარტიული მხარდაჭერა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, კანონად ქცევის შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ის ეხმიანება ერთი მხრივ უკვე არსებულ მჭიდრო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ ურთიერთობებს, ის ასევე ეხმიანება ჩვენს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მოუწოდებს ამერიკის ადმინისტრაციას რომ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. როგორც ყველა სხვა პოზიციის დროს, ამ დოკუმენტშიც ჩვენ ვხედავთ მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციისა”,- განმარტა ბაქრაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი