12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

0

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა მძიმეა, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთების შემდეგ გადაწყდება.

“ამ ეტაპზე მდგომარეობა უცვლელია, არის მძიმე, არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კომა შეფასდა 4 ქულით, რის გამოც არის გადაყვანილი ვენტილაციაზე. კომპიუტერული კვლევით, მას, ამ ეტაპზე, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლითაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია,” – აღნიშნა ექიმმა.

შემთხვევა, დღეს მეტროსადგურ “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მატარებლის მოახლოება ვერ გაიგო.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი