ამირან სალუქვაძე: უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია

უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და ზვიად კორძაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ადვოკატი აცხადებს, რომ “არავის უთქვამს, ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან”.
“უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია.
გახარიასგანააო, ესაო, ისაო, ანაბეჭდების ექსპერტიზას გავაკეთებთო, დავუმტკიცებთ რომ მას ხელში ეჭირდებოდაო და ა.შ.
ექსპერტიზას ხომ გადაგვაყოლეს…
მერე 120 ანაბეჭდი აღმოჩნდაო. ალბათ იმ გათვლით, რომ 120-დან ერთი ხომ მაინც აღმოჩნდებოდა პრემიერის, ანუ მაშინდელი მინისტრის?!
ახლა გახარიას დაწერილი არაა, მისი სახელით მოწერილიაო.
ჰოდა, რა მაინტერესებს: ეს 120 ანაბეჭდი მანამდე დაგროვდა სანამ ადრესატს გადასცეს, თუ ადრესატმა რომ მიიღო მერე ჩამოატარეს წრეზე?
მოკლედ, ხომ გითხარით, ამ წერილის თანახმად ნახევარ ლონდონს დააპატიმრებენ”, – წერს სალუქვაძე სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები