გაზით ინტოქსიკაცია თბილისში – ახალგაზრდა გოგონები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი
გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა მოხდა თბილისში. როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 5 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა.
დაშავებულები ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა “მედისონში“ მოათავსეს.
როგორც “კვირას” თბილისი ენერჯიში” განუცხადეს, “ჯივიპის” მიერ სამუშაოების ჩატარების დროს დაზიანდა მილი და ვრცელ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” მალე გაავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.