მეტრო “გოცირიძესთან” არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა
მეტროსადგურ “გოცირიძეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბიჭს რკინიგზის მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი არასრულწლოვანია.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.