ოხანაშვილი მიქაბერიძეს: როგორ შეაფასებდით 2012 წლამდე არსებულ სასამართლოს სისტემას?

0

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების კვალდაკვალ როგორ შეაფასებდით და დაახასიათებდით 2012 წლამდე არსებულ სასამართლოს სისტემას” ,-ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა კანდიდატის შეფასებით 2012 წლამდე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და იმ კონკრეტული მონაცემების გათვალისწინებით, როდესაც, მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ძალიან დაბალი იყო გამამართლებელი განაჩენები სისხლის სამართლის საქმეებზე, ადმინისტრაციულ დავებში უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო იყო მოგებული, კერძო სამართლებრივ დავებზე კი იყო და არის შეკითხვები.

ანრი ოხანაშვილის შეკითხვები ასევე შეეხებოდა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას, კანდიდატის დამოკიდებულებას მოსამართლეთა უვადოდ განწესების პრინციპისადმი და ასევე, კონკრეტულ სამართლებრივ ქეისებს.

კომენტარები

კომენტარი