“მივმართავ საქართველოს მთავრობას დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დავით გარეჯს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭოს”

0

მივმართავ საქართველოს მთავრობას დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დავით გარეჯს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით ამ გზით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა განიმუხტება.

“დავით გარეჯისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება საშუალებას მოგვცემს, რომ ის გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის, ამავე დროს დავით გარეჯს გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობის ობიექტად”, – განმარტა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი