მიტროპოლიტი იოანე: სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს აღარ განიხილავს

0

სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს აღარ განიხილავს, – ამის შესახებ რუსთავის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა განაცხადა.
“სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს, იყო თავის დროზე განხილული და როცა გამოძიება დაიწყო, პატრიარქმა თქვა, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას. იყო საუბარი, რომ მძიმეა მისი მდგომარეობა და გადაყვანილია საავადმყოფოში, ჩვენ გავესაუბრეთ ექიმებს და გვითხრეს, რომ არც ისე მძიმეა მდგომარეობა”, – განმარტა მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდს საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი