შსს-ში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ეკა გიგაურმა განუცხადა, კომისიის შეკრების ერთ-ერთ მიზანს იმ ორი დისკის განადგურება წარმოადგენს, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალაა ასახული. “რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩვენი შეკრების მიზანია, ასევე წარმოვადგინოთ ანგარიში, რომელიც შს სამინისტროშია დაცულ არქივს შეეხება”, – აღნიშნა გიგაურმა.