“ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი: არც ერთი მგზავრი არ დარჩება უყურადღებოდ

0

“აეროპორტს დაემუქრნენ, რომ აიღებდნენ და შევიდოდნენ. იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა დრონების მეშვეობით დაებლოკათ სხვადასხვა რეისების ჩაფრენა. აწონილ იქნა რისკის ყველა ეს ფაქტორი და გადაწყდა, რომ ჯობია ფინანსური ზარალი მიგვეღო, ვიდრე 0.1% იყოს უსაფრთხოების. აქედან გამომდინარე, მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომ რეისი არ განხორციელებულიყო”,- ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა.

“ჯორჯიან ეარვეისის” ფუნქციონირების ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მგზავრების უსაფრთხოებაა. თუ არის 0.1% შანსი საშიშროება მგზავრთა უსაფრთხო ფრენის, ჩვენ რეისს არ ვახორციელებთ. გასული ერთი კვირის განმავლობაში ბარსელონაში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები – საპროტესტო აქციები და არეულობა, ოფისების დარბევა. საერთო ჯამში, ამ არეულობის გამო გადაიდო ასზე მეტი რეისი და ჩვენც გუშინ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ არის საშიშროება, აეროპორტს დაემუქრნენ, რომ აიღებდნენ და შევიდოდნენ. ასევე იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა დრონები გაეშვათ სეპარატისტებს და ამ დრონების მეშვეობით დაებლოკათ სხვადასხვა რეისების ჩაფრენა. ჩვენი მენეჯმენტის მიერ აწონილ იქნა რისკის ყველა ეს ფაქტორი და გადაწყდა, რომ ჯობია ფინანსური ზარალი მიგვეღო, ვიდრე 0.1% იყოს უსაფრთხოების. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეისი არ განხორციელებულიყო“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, “ჯორჯიან ეარვეისის” მგზავრებს ხარჯები აუნაზღაურდებათ.

“ჩვენ უზრუნველვყავით ყველა იმ მგზავრის ჩამოყვანა თბილისში, რომელთაც დღეს აირჩიეს დაბრუნება და ჩვენი წარმომადგენელი ბარსელონაში ხელმძღავანელობდა ამ პროცესს, ყველა მგზავრს შეხვდა და მათ დაეხმარა, რომ შემოვლითი გზით ჩამოსულიყვნენ. ზოგმა აირჩია კიევი, ზოგმა აირჩია ვენა, სტამბოლით ჩამოსვლა… ჩვენ გვესმის მგზავრების გაღიზიანება, ბოდიშს ვუხდით ყველა მგზავრს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათი ფინანსური ხარჯების ანაზღაურებას. 40 მგზავრიდან 2 საათის წინ დარჩა სადღაც 5 მგზავრი რომელთანაც მიმდინარეობდა მუშაობა, ზოგმა მგზავრმა გადაწყვიტა დარჩენილიყო ბარსელონაში და ჩვენ შემდგომ რეისით, 23 ოქტომბერს ჩამოვლენ. ის მგზავრები, რომელთაც დღეს ჩამოსვლა გადაწყვიტეს მათი ხარჯებიც იქნება ანაზღაურებული. არც ერთი მგზავრი არ დარჩება უყურადღებოდ”,- განაცხადა  რომან ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი