“რუსეთს პრაგმატული პოლიტიკა რომ ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი”

“რუსეთს პრაგმატული პოლიტიკა რომ ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“კრემლისთვის მიუღებელია, რომ მისი მეზობელი საქართველო ნატოს წევრი გახდეს. მას პრაგმატული პოლიტიკა რომ ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი. თუმცა, ახლა ურჩევნია გარშემო არშემდგარი, არასტაბილური სახელმწიფოები ჰყავდეს, რომელთა მართვა და გამოყენება უფრო ადვილია.

ერთი მხრივ, რომ არ მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, მეორეს მხრივ შეძლოს ამ მგრძნობიარე პოლიტიკურ პროცესში თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს. ამიტომ მივმართავთ ოპონენტებს, რომ გვყავს ერთი მტერი, ოკუპანტს ერთი სახელი ჰქვია, მის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მათ არ ესმით, როდესაც ოკუპაციაზეა საუბარი რუსეთს კი არა, ხელისუფლებას და ქვეყანას ებრძვიან. ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ატოცში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილით განაახლეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები