გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენელი: პირველ ეტაპზე მოსახლეობას ქირით გავიყვანთ

გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლის თქმით, პირველადი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, დასაშვებია თუ არა, აღნიშნულ შენობაში მოსახლეობის დატოვება. როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე მოსახლეობას ქირით გაიყვანენ.
„ჩვენ შევქმენით უკვე საორგანიზაციო ჯგუფი, მოვახდენთ ხალხთან კომუნიკაციას, რაც იქნება ჩვენი მხრიდან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება. სავარაუდოდ, დაველოდებით პირველად კონსტრუქციულ დასკვნას, რის შემდეგაც გადაწყდება, აღნიშნულ შენობაში დავტოვოთ თუ არა დღეს მოსახლეობა. სავარაუდოდ მოგვიწევს გაყვანა. პირველ ეტაპზე გავიყვანთ ქირით მოსახლეობას.
​ამ დროისთვის კორპუსი არის დაცლილი. სამაშველო სამსახურებმა ძალიან სწრაფ რეჟიმში მოახდინეს ევაკუაცია, დანარჩენს დღის განმავლობაში ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა გამგეობის წარმომადგენელმა.
​მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის არის ერთი მოზარდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები