ექიმი: გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებულ 39 წლის მამაკაცს სხეულის დაახლოებით 60% აქვს დამწვარი

დამწვრობის ცენტრის ექიმის, გიორგი დავლიანიძის თქმით, თბილისში გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების დროს დაშავებულ ერთ-ერთ პაციენტს, 39 წლის მამაკაცს სხეულის 60 % აქვს დამწვარი. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის მას ძლიერი ანტიშოკური თერაპია უტარდება.
„აღნიშნული პაციენტი შემოიყვანეს დილის ცხრა საათზე. დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით, მდგომარეობა არის უმძიმესი. იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში. მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. მდგომარეობა უმძიმესია, ჯერ რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. პაციენტს, 39 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის 60 პროცენტი. ჭრილობები უბნობრივად არის სხვადასხვა ადგილას გაფანტული, ასევე აქვს სასუნთქი გზების დამწვრობა“, – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები