ოდესაში საქართველოს კონსული უკრაინის პირველ პრეზიდენტს შეხვდა

ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი უკრაინის პირველ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს შეხვდა, რომელიც ქალაქ ოდესაში კომპანია SHABO-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ვაჟა იუკურიძის მოწვევით იმყოფებოდა.
ვაჟა იუკურიძესთან და თორნიკე ბერეკაშვილთან გამართულ მეგობრულ შეხვედრას ასევე კომპანია Вінтрест-ის დამფუძნებელი რომან გოჩიაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ლეონიდ კრავჩუკმა საქართველოსთან დაკავშირებული თბილი მოგონებები გაიხსენა და უკრაინულ-ქართული თანამშრომლობის საინტერესო ფაქტები გააცნო, ასევე შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა წიგნი “На перехрестях української історії”.
​საქართველოს კონსულმა უკრაინის პირველ პრეზიდენტს მეგობრული შეხვედრისა და გულწრფელი საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-უკრაინის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები