ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის ბიუსტი 26 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია უტარდება. რებილიტირებულ სკვერში, ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი, ვარინკა წერეთლის ბიუსტი დაიდგმება.

სკვერში განახლდება ბალახის საფარი და სავალ ნაწილზე გრანიტის ფილები დაიგება. კეთილმოეწყო სკვერში არსებული შენობის ფასადი. განახლდა დასასვენებელი სკამები და ურნები.

უკვდავი მელოდიის, “სულიკოს“ ავტორის ბიუსტი, მშობლიურ ქალაქს საჩუქრად ზესტაფონელმა ბიზნესმენმა გადასცა, მანვე დააფინანსა სკვერის რეაბილიტაციაც.

ვარინკა წერეთლის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერეს.

“26 ოქტომბერს, ვარინკა წერეთლის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნება. „სულიკოს“ მელოდია, რომელიც ცხრაწყაროში დაიბადა, მხოლოდ ზესტაფონის კუთვნილება არ არის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც ზესტაფონს ასეთი საჩუქარი გაუკეთა. სულ მალე, განახლებულ სკვერს უკვე ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის ბიუსტი დაამშვენებს,”- განაცხადა ზესტაფონის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები