ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს ” საქართველოს რკინიგზა” დააკავშირებს

“საქართველოს რკინიგზის” ინიციატივა საქართველო-უკრაინის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემის მიმოსვლის შესახებ განხორციელდა.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი დღეს, 18 ოქტომბერს შემოვიდა ფოთის პორტში და იგი მიმოსვლას ყოველკვირეულად განახორციელებს. აღნიშნულით შესაძლებელი გახდა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით.

ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე მოთხოვნის ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

საქართველოსა და უკრაინას შორის ახლად დანიშნული საკონტეინერო გემი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას და შუა დერეფნის განვითარებას, ასევე ბლოკმატარებლების მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას. მინიმალურ დროსა და ხელსაყრელი ტარიფებით მოხდება ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთების გადმორთვა მოცემულ მარშრუტზე, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს და ხელს შეუწყობს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ამასთან, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სახმელეთო საზღვარი, საშუალება მიეცათ ერთმანეთს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო კომპანია MAERSK-ის მხარდაჭერამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები