პროკურორი ნანა გუგუტიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისეთი კანდიდატი შევარჩიო , რომელიც იქნება პროფესიონალი

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისეთი კანდიდატი შევარჩიო , რომელიც იქნება პროფესიონალი, – ამის შესახებ პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

“მოგახსენებთ, დღეს მიმდინარეობს საპროკურორო საბჭოს წევრობის 6 კანდიდატის არჩევის პროცედურა. ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, რომელიც ვირჩევ საპროკურორო საბჭოს წევრებს, მნიშვნელოვანია, შევარჩიო კანდიდატი, რომელიც იქნება პროფესიონალი, მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, აქვს გამოცდილება პროკურატურის სისტემაში მუშაობის და თანამშრომლებში სარგებლობს და იმსახურებს მაღალ ნდობას. ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი ნამდვილად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ნამდვილად ღირსეულია თითოეული და ჩვენ გავაკეთეთ ღირსეული არჩევანი ამ ღირსეულ კანდიდატებს შორის”. – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები