დავით ყაზარაშვილი: აქ წარმოდგენილი ყველა კანდიდატი არის ღირსეული

აქ წარმოდგენილი ყველა კანდიდატი არის ღირსეული, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს ტარდება პროკურორთა კონფერენცია, უნდა ავირჩიოთ საპროკურორო საბჭოს 6 წევრი და წარმოდგენილია 12 კანდიდატი. მე მიმაჩნია, რომ ყველა ეს კანდიდატი არის ღირსეული კანდიდატი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანმა არჩევანი გავაკეთეთ 6-6 კანდიდატზე, და ვთვლი, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საპროკურორო საბჭოს წევრობას ყველა ღირსეულად გასწევს. ვერ გეტყვით, ვინ არის ჩემი ფავორიტი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა კანდიდატი არის ღირსეული”. – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები