ავღანეთში მეჩეთს ლოცვის დროს რაკეტა ესროლეს, სულ მცირე 17 ადამიანი დაღუპული

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვიცნიაში მდებარე მეჩეთს რაკეტა იმ დროს ესროლეს, როდესაც იქ პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა.

სააგენტო „პჟავაკის“ ინფორმაციით, აფეთქების დროს მეჩეთის სახურავი ჩამოინგრა.

არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 17 ადამიანია დაღუპული.

ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები