IMF-მა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა (WEO) განაახლა – საქართველო მშპ-ს ოდენობით 105-ე ადგილზეა

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე $12,227 დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის საქართველო 105-ე ადგილზეა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განახლებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა ყატარია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 132,886 დოლარს შეადგენს.

ერთ სულ მოსახლეზე 29,642.00 დოლარით საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთი 55-ე ადგილზეა. 58-ე ადგილზეა თურქეთი, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 28,264.00 დოლარია. 18,616.00 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე აზერბაიჯანი 78-ეა. სომხეთს ერთ სულ მოსახლეზე 11,083.00 დოლარით საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ რეიტინგში 111-ე ადგილი უკავია. 2018 წელს 129,638 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მდიდარი ქვეყანა ისევ ყატარი იყო. საქართველოში გასულ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11,429 დოლარს შეადგენდა. აზერბაიჯანში ეს მონაცემი 18,023 დოლარი იყო. სომხეთში – 10,273 დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები