მამუკა ხაზარაძემ „ლელოს” მორიგი 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივ მოძრაობა “ლელოს” კიდევ 12 წევრი შეემატა, ისინი მოძრაობის დამფუძნებელმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბაზე, “მწვანე ქალაქის“ ტერიტორიაზე, წარადგინა.

„ლელოს” ახალი წევრები არიან:

1. კახა ხაზარაძე – ბიზნესმენი;

2. ნატალია ბარათელი – ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი. განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;

3. ლევან ქოქიაშვილი – რესტორატორი, სომელიე და კომპანია „გასტრონავტის“ დამფუძნებელი;

4. ვაჟა სამადბეგიშვილი – ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კა-დე-ვე“ ჯორჯიას გენერალური დირექტორი;

5. ლაშა მარგიანი – პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი;

6. მარიამ თავაძე – ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

7. ალექსანდრე რატიშვილი – ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი;

8. ლევან ლომთაძე – ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, საერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი;

9. გიორგი ბიჭიაშვილი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

10. გიორგი მჭედლიშვილი- ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

11. ირაკლი კუცია – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

12. მარიამ აფრასიძე – სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები