ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს(ვიდეო)

ანკარაში, ამ წუთებში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა საპრეზიდენტო კომპლექსში ადგილობრივი დროით 15:40 საათზე დაიწყო და მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხოლოდ დონალდ ტრამპთან გამართავდა შეხვედრას, თუმცა 16 ოქტომბერს გადაწყვეტილება შეცვალა.

მხარეები სირიაში თურქეთის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები