კასპში ვეტერანთა დღე აღინიშნა

17 სექტემბერი საქართველოს ვეტერანთა დღეა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა, ომის ვეტერანებს საქართველოს ვეტერანთა დღე მიულოცეს.

ვეტერანებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და ომში გარდაცვლილი თანამებრძოლები გაიხსენეს. კასპის სპორტულ კომპლექსში გაიმართა ვეტერანთა შეჯიბრი შაში, ჭადრაკსა და ნარდში. გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საპატიო სიგელები, ხოლო ომის ინვალიდებს სასაჩუქრე პაკეტები.

” მინდა თითოეულ ვეტერანს მივულოცო ეს დღე. ისინი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ. ბევრმა მათგანმა თავის სწორედ ქვეყნის ერთიანობასა და სუვერენიტეტს შესწირა. დღევანდელ დღეს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან ერთად გვირგვინით შევამკეთ ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი. მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გვქონდა შეხვედრა 40 მდე ვეტერანთან. მათი მოთხოვნა იყო რომ მათი თანამებრძოლის ტარიელ შარიფაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზი მოწყობილიყო. აღნიშნული სპორტული კომპლექსის ასაშენებლად მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო 110 000ლარი და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერიც “- განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები