ანგელა მერკელი: სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის შემდეგ რეგიონში რუსეთის როლი გაძლიერდა, სადამდე მიგვიყვანს ეს – რთული სათქმელია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთს სირიის ჩრდილოეთით წარმოებულ სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლის დროს განაცხადა, წერს Reuters.

„დაჟინებით ვითხოვდით ბოლო დღეებში თურქეთისგან, რომ ქურთი სამხედროების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს, და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ამას ხაზს. ეს ჰუმანიტარული დრამაა, რომელსაც უდიდესი გეოპოლიტიკური შედეგი მოჰყვება, ამიტომ ამჟამინდელ პირობებში გერმანია თურქეთს იარაღს არ მიაწვდის“,-განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისივე თქმით, სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის შემდეგ რუსეთისა და ირანის როლი გაძლიერდა.

„როდესაც გეოპოლიტიკურ შედეგებზე ვსაუბრობთ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რეგიონში ირანისა და რუსეთის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სადამდე მიგვიყვანს ეს, ჯერჯერობით რთული სათქმელია“, – განაცხადა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები