ტრამპი: ქურთების მშრომელთა პარტია „ისლამურ სახელმწიფოზე“ საშიშია

ქურთების მშრომელთა პარტია „ისლამურ სახელმწიფოზე“ საშიშია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბევრ საკითხში ქურთების მშრომელთა პარტია „დაეშზე“საშიშია, უარესია ტერორიზმის და ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისით. თურქეთსა და სირიას შორის ომში ჩაბმას არ ვაპირებ, განსაკუთრებით თუ ქურთებს შევხედავთ, ისინი ანგელოზები არ არიან. შეხედეთ ქურთების მშრომელთა პარტიას, მათ პატივს „ისლამური სახელმწიფო“ სცემს. იცით რატომ? იმიტომ რომ „დაეშზე“ უფრო სასტიკები არიან. არავის არ სურს ამაზე საუბარი, მაგრამ ქურთებისგან ანგელოზებს ვქმნით“, – განმარტა თეთრი სახლის ლიდერმა.

ტრამპის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ ქურთებს „დიდი თანხები გამოუყო“.

მანამდე, თურქეთის მიერ სირიაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ კომენტირებისას, აშშ-ის ლიდერმა თქვა, რომ „ეს თურქეთისა და სირიის საკითხია, ეს ჩემი პრობლემა არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები