ლონდონის მეტროში შეტაკება მოხდა (ვიდეო)

ლონდონის მეტროში ეკოაქტივისტებმა მეტროს პარალიზება მოახდინეს, რამაც მგზავრებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

აქტივისტები მთავრობისგან კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას ითხოვენ.

Reuters წერს, რომ ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციაში განაცხადეს, რამდენიმე რაიონში ინციდენტების არიდება შეძლო.

15 ოქტომბერს ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში Extinction Rebellion-ის აქტივისტების პროტესტების შეწვყეტის ბრძანება გასცა, რომლებიც მანამდე, ერთი კვირის განმავლობაში კლიმატის ცვლილებას აპროტესტებდნენ.
სამართალდამცავ უწყებაში აღნიშნეს, რომ ერთ კვირაში 1445 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები