ბერინაშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება – 3 მცირეწლოვან ბავშვს გენეტიკური დაავადება ტანჯავს

ბერინაშვილების ოჯახში ვერაგი გენეტიკური დაავადება შავი ჭირივით გავრცელდა. ზაქროს და ანას, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ დედისთვის!

“მე ღმერთის მჯერა – იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მათ ხმას გავიგებ“, – მწარედ ატირდა ჩვენთან საუბრისას ინგა, ზაქროს და ანას დედა.

“ზაქრო დიდი ხანია, რაც საწოლიდან არ დგება, მისი კანი წითელი წყლულებით არის დაფარული, ფეხები კი იმდენად დაუსივდა, რომ მცირე მოძრაობაც კი მტანჯველ ტკივილს აყენებს. ანას ხშირად ემართება შეტევები, უჭირს გადაადგილდება, სიმწრისგან მთელი დღეები ხელებს იჭამს…“, – ამბობს ინგა.

მისი უმცროსი გოგონა თამარი, გაუბედურებული დედის სიხარულია. საშინელი დაავადება ზედაპირულად შეეხო მას და მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ საშინელი სიდუხჭირე არ იძლევა საჭირო მედიკამენტების ყიდვის საშუალებას.
ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ინგას:

ინგა, მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…

ინგა: რისთვის დაგვსაჯა ასე ღმერთმა არ ვიცი… ჩემი შვილები უიღბლოები გამოდგნენ, ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და ბავშვები გონებრივად ჩამორჩენილები ხდებიან…

ბავშვებიდან, რომელია უფრო მძიმე მდგომარეობაში?

ინგა: ზაქროს აქამდე სიარული შეეძლო, ლაპარაკით არ ლაპარაკობდა, მაგრამ გვანიშნებდა რაიმე თუ აწუხებდა. დამოუკიდებლად დადიოდა საპირფარეშოში და ჭამითაც თვითონ ჭამდა… მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მისი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და ახლა მას ლოგინიდან წამოდგომაც კი არ შეუძლია… მთელი დღე ერთ წერტილსაა მიჩერებული, თავს აქნევს და ღმუის… ძალიან მძიმე გადასატანია ჩემთვის!

ანა? მას ჩვენი შეეშინდა, როცა მოვედით…

ინგა: მას ძალიან რთული ფორმით აქვს ეს დაავადება. 5 წლამდე ის ვერ დადიოდა და ხელით დამყავდა, ვერ ჯდებოდა. ახლა დადის, მაგრამ მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ვთქვათ, ერთ მომენტში მშვიდადაა, მაგრამ შეიძლება უცებ წამოხტეს და წაიქცეს… ან თავის თავს რამე ზიანი მიაყენოს, დაბადებიდან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ჯერ…

მას შემდეგ, რაც მესამე ორსულობის შესახებ გაიგეთ, არ შეგეშინდათ?

ინგა: ძალიან განვიცდიდი, მარწმუნებდნენ რომ უარი უნდა მეთქვა ბავშვზე და აბორტი გამეკეთებინა, მაგრამ ამას როგორ გავაკეთებდი? განა დედას შეუძლია საკუთარი შვილი მოკლას? ღმერთმა დამინდო. თამარსაც აქვს ეს დაავადება, მაგრამ მსუბუქი ფორმით. მთავარია, რომ მას სპეციალური კვება და წამლები ჰქონდეს. სკოლაშიც კი დადის და კარგადაც სწავლობს. ჩემი პატარა ანგელოზია, მეხმარება უფროსი და-ძმის გამოკვებაში.

– და თქვენი მეუღლეც შეუძლოდ გრძნობს თავს? გაჭირვებით გადაადგილდება… იგივე დაავადება აქვს, რაც ბავშვებს?
ინგა: ჩემი მეუღლე შშმ პირია, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და ქმედუუნაროა. 2 თვის წინ ინფარქტი გადაიტანა და ამან უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა. ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ! ადრე, სახლიდან გასვლა და მუშაობა მაინც შემეძლო, ქმარი უფროსებს უვლიდა…

ახლა მასაც თქვენ უვლით?

ინგა: დიახ. ერთი წუთითაც არ შემიძლია მიტოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუსწორებელი რამ მოხდება. ეს ჩემი ქმარია, ეს ჩემი შვილები არიან მე ისინი მიყვარს… ღმერთს ვევედრები, შემიმსუბუქოს ის მძიმე ყოფა, რომელშიც ვართ, უმცროსი გოგო კი დაიცვას დაავადებისგან.

ინგა, რით არსებობთ? 4 მძიმე ავადმყოფი, რომლებსაც განსაკუთრებული კვება და უამრავი წამალი ესაჭიროებათ, ამ ყველაფრით უზრუნველყოფა შეძლებულ ოჯახსაც გაუჭირდებოდა…

ინგა: ნუ იტყვით, აი თუ თქვენ გესმით ამდენი, ჩინოვნიკებს რატომ არ ესმით? სოციალური შემწეობა გვქონდა, 60 ლარი თვეში, მაგრამ მოვიდნენ, შეგვამოწმეს და გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად მაქვს და 10 ლარით შეგვიმცირეს… განა ეს ცხოვრებაა? ვიცი, რომ 10 ლარი ზოგისთვის ერთი ჭიქა ყავის საფასურია, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის, ეს ძალიან დიდი თანხაა!

მეგობრებო, სამ ავადმყოფ ბავშვს და მათ ავადმყოფ მამას განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროებათ. ჩვენ შეგვიძლია ამ გაჭირვებული ოჯახის დახმარება, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდაში ცხოვრობს. ყველაზე მეტად ამ ბავშვებს ახლა ჰიგიენური საფენები, მედიკამენტები და სპეციალური საკვები პროდუქტები ესაჭიროებათ. ყურადღება და თანაგრძნობა მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს! თუ ამ ოჯახის მონახულების სურვილი გაგიჩნდათ, დაურეკეთ ინგას და თავად ჰკითხეთ რა ესაჭიროებათ. ტელეფონი: 593 26 15 65

თქვენ ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ ბერინაშვილების ოჯახის ისტორია, რათა მათ უფრო მეტი ადამიანი დაეხმაროს!
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბერინაშვილების ოჯახი), ან გადაიხადოთ ჩვენი ვებგვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/527-berinashvili/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები