კახა კალაძე: შემრცხვებოდა ხაზარაძის ადგილას, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია

“მე შემრცხვებოდა ხაზარაძის ადგილას, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული – ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს.

“ნაციონალური მოძრაობის” ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება – დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ. ეს არის რეალობა. რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, გადაერჩინა ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომლებსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით კანონის წინააღმდეგ. დაიწყეს გაკოტრება, იმ ადამიანების დაშინებით, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ის და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?
​არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები. მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები