გიორგი ცუცქირიძე – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ უზრუნველყო არათუ საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების დამთავრება, არამედ კაპიტალის შევსებაც

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ უზრუნველყო არათუ საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების დამთავრება, არამედ კაპიტალის შევსება, – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ეჭვის ქვეშ არასდროს დაუყენებია.

„როცა „კონტი ჯგუფი“ გავიდა კონსორციუმიდან აგვისტოში , მაშინ კონსორციუმს მიეცა ვადა, რომ ეპოვა ჩამნაცვლებელი ინვესტორი. ეს პერიოდი ამითაა აღსანიშნავი, რომ 15 ოქტომბრამდე უნდა წარმოედგინა კონსორციუმს 2 პაკეტი,ერთი – თუ ვის მოიაზრებდა „კონტი ჯგუფის“ ადგილას, რომელ კომპანიებს და მეორე- ხელშეკრულება საერთაშორისო ბანკებთან, 400 მილიონის ფინანასური რესურსის მოზიდვაზე. რაც შეეხება ვადებს, 15 ოქტომბერი რას ნიშნავს – წარმოდგენიდან გარკვეული პერიოდი სჭირდება სახელმწიფოს, რომ შეისწავლოს და გაიაზროს მისი ალტერნატივა. აქ არ არის ჩვეულებრივ ინვესტორებზე საუბარი. „კონტი ჯგუფი“ საკამოდ ცნობილი ამერიკული ჯგუფი იყო, დიდი ფინანსური აქტივების მქონე, საკმაოდ მაღალი რეპუტაციის, რაც ყველაზე მიშვნელოვანია, ჰქონდა გამოცდილება ამ მიმართულებით, ამან გადაწყვიტა კონსორციუმის გამარჯვება კონკურსში. ორი კომპონენტი აქვს ამ პროექტს: ერთია წმინდა ეკონომიკური ფაქტორი, მისი პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტებით, რომელიც მან ეკონომიკაში უნდა მოიტანოს და მეორე არის უსაფრთხოების კომპონენტი. ეს ორი ფაქტორია და ინვესტორიც ამ კუთხით ირჩევა . სახელმწიფო ყოველთვის იტოვებს უფლებას და ასეც უნდა იყოს, რომ მან ეს ინვესტორი შეისწავლოს, ამისთვის ვადებია საჭირო. ახლა ორ ინვესტორზეა საუბარი : ერთია ჰოლანდიური „ვაინორი“ და მეორე „მერიდიან კაპიტალი“. ვადებია 21 ოქტომბრამდე და მეორე – 29 ოქტომბრამდე. რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას – კონსორციუმს მიეცემა ვადა წლის ბოლომდე, რომ ამ პროექტის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს. ეს სახელმწიფოს მხრიდან სწორი ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაახლოებით ხუთჯერ იყო უკვე გადავადებული ამ დაფინანასების ვადები.
ხაზარაძის გაკეთებული განცხადებები არის წინააღმდეგობრივი და არასოლიდურიც. იგივე „მერიდიან კაპიტალი“ ჯერ დასახელდა როგორც ბრიტანული კომპანია, შემდეგ საერთაშორისო, გლობალური კომპანია, ბოლოს ირკვევა, რომ ესაა ყაზახურ- ჰონკონგური კომპანია. ამიტომ, როცა ასეთი განცხადებები კეთდება , ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგობრივი, ბუნებრივია გარკვეული ეჭვები არსებობდეს, რამდენად შეიძლება ეს კომპანია „კონტი“ ჯგუფის ალტერნატივა იყოს.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ამ პრობლემაზე, კონსორციუმის პრობლემა იდგა არა მხოლოდ საერთაშორსიო ბანკებთან 400 მილიონის ფინანასური რესურსის უზრუნველყოფაზე, არამედ რაც ყველაზე საინტერესოა, თავად კაპიტალის უზრუნველყოფაზე. ანუ კონსორციუმის კაპიტალის შევსებაზე, მინიმუმ 120 მილიონზეა საუბარი. ესეც არაა შევსებული.
კონსორციუმმა ვერ უზრუნველყო არათუ საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების დამთავრება, არამედ კაპიტალის შევსება. როცა მიდიხარ საერთაშორისო ბანკებთან , რომ ამ ამ ტიპის სესხების გამოყოფა მოახდინონ , პირველ რიგში შენ საკუთარი ფული, ანუ კაპიტალი უნდა გქონდეს. ეს კომპონენტიც, სამწუხაროდ, კონსორციუმმა ვერ უზურნველყო“- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს , პროექტს პრობლემა არ შეექმნას.
„კონსროციუმი და ბატონი ხაზარაძე ახდენენ შემდეგი თემის ტირაჟირებას – რომ სახელმწიფო უშლის და უშლიდა ხელს კონსროციუმს ამ პროექტის რეალიზაციაში . სახელმწიფო ამ პროექტში ერთერთი მთავარი მონაწილეა, დაახლოებით 250 მილიონიან კონტრიბუციაზე საუბარი სახელმწიფოს მხრიდან, ესაა მიწების გადაცემის საკითხი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. კაპიტალში შესვლის საკითხიც. გადავადებების გარდა, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობდა ხელი შეეწყო პროექტისთვის, 2017 წლიდან ხუთჯერაა გადავადებული პროექტი , კიდევ ერთხელ გადავადდება წლის ბოლომდე, აქედან ჩანს სახელმწიფოს მიდგომა, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს პროექტს არ შეექმნას პრობლემა. კეთდება პროექტის მხარდამჭრი განცხადებები. სახელმწიფოს არცერთხელ არცერთ განცხადებაში არ დაუყენებია პროექტის არათუ შეჩერება ან შენელება, არამედ მისი ალეტერნატივაც კი“- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ცდილობს, TBC ბანკის საქმე ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიაბას.
„გუშინ მოვისმინეთ ხაზარაძის განცხადებები. ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი- როდის გაკეთდა ეს განცხადებები? როცა არის სასამართლო პროცესი ხაზარაძის მიმართ, ფულის გათეთრებაზე და მეორე – ბოლო ვადის დროს. როცა მოახლოვდებოდა ხოლმე კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების ბოლო ვადა, მუდმივად, კონსორციმი იწყებდა სპეკულირებას ამ თემით, რომ სახელმწიფო უშლის ხელს პროექტს. ხაზარაძე ცდილობდა და დღემდე ამას აგრძელებს, რომ ეს საქმე მიება ანაკლიის პორტისთვის. რომ ვითომ ხელისუფლება ამ გზით ებრძოდა და ხელს უშლიდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
ანაკლიის პორტის პროექტი არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს ეკონომიკური პროექტია, მას აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტი“- განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ, 15 ოქტომბერს იწურებოდა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია დაიწუნა.
კონსორციუმს სახელმწიფოსთვის კაპიტალის სრულად შევსების დამადასტურებელი სავალდებულო დოკუმენტი და ინვესტორი ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებაზე დოკუმენტი უნდა წარედგინა.
მაია ცქიტიშვილმა 15 ოქტომბერს, ვადის ამოწურვამდე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს მიიღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმებს ან კონკრეტულ ხედვებს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის “საბოტაჟირება მოახდინა” ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში. მისივე თქმით, მათ 10 ოქტომბერს ჩააბარეს დოკუმენტაცია, სადაც კონკრეტული ხედვები იყო წარმოდგენილი და დღეს ისინი აღარანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებენ.
ცქიტიშვილმა პროექტის შესახებ „იმედის“ ეთერშიც ისაუბრა.
კითხვაზე, რა ბედი ელის ანაკლიის პორტს, მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს და ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე აძლევს.
“მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არც ერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და არც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები