ევროკავშირში რუსეთის ელჩი ბერძნებს აფრთხილებს – შეიძლება ქურთების ბედი გაიზიაროთ

ბერძნებმა, შესაძლოა, აშშ-ის მიერ მიტოვებული ქურთების ბედი გაიზიარონ,- ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩიჟოვმა განაცხადა.

„ქურთებს ვაფრთხილებდით, რომ ამერიკელები მათ მიატოვებდნენ. აქ, როდოსზე ყოფნის დროს, პირადად შემიძლია გაგაფრთხილოთ, რომ დაფიქრდით, მსგავსი ბედი ხომ არ გელოდებათ“, – თქვა ჩიჟოვმა.
როდოსის კუნძულზე კულტურების დიალოგის საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს ჩიჟოვმა აშშ-სა და საბერძნეთს შორის ხელმოწერილი გაფართოებული თავდაცვითი შეთანხმება გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, ეს იყო შეცდომა, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ბერძნებს უნდა ვკითხოთ რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გადაწყვეტილება თურქეთ-ამერიკის დაძაბულობის ფონზე იქნა მიღებული“,-აღნიშნა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები