სომხეთმა თურქეთ-სირიის კონფლიქტით უნდა ისარგებლოს და აზერბაიჯანზე სამხედრო იერიში მიიტანოს – სომეხი ექსპერტი

დღეს 1993 წელი არ არის, რომ თურქეთი სომხეთში სამხედრო შეჭრის შესაძლებლობას განიხილავდეს, დღეს ჩვენ რეგულარული არმია გვყავს, თავდაცვის საერთო სისტემაში ვართ მოქცეული, – ამის შესახებ სომხეთის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლევონ შირინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთმა უსაფრთხოების ამაღლებისთვის თურქეთ-სირიის კონფლიქტით უნდა ისარგებლოს.

„საჭიროა როგორც ნახიჩევანის, ისე არცახის მიმართულებით ძალების გაძლიერება – წინსვლაა საჭირო. თურქეთის არმიას პრობლემები აქვს. ჩვენმა გენშტაბმა აქტიურად უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, რუსეთი სომხეთზეა დამოკიდებული, სომხეთმა კი უნდა ისარგებლოს შემთხვევით და გიუმრის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული საკითხები წამოწიოს.

შირინიანის თქმით, პუტინს ესმის, რომ რუსეთს სომხეთთან “მოკავშირეული” ურთიერთობის ნორმალიზებასთან პრობლემა აქვს.

რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, შირინიანის თქმით, პრემიერის ფორმულაა იპოვოს ისეთი გამოსავალი, რომელიც აზერბაიჯანელებისთვისაც იქნება მისაღები.

„არცახის საკითხს მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტილება აქვს. სომხეთში არავინ არც ფიქრობს, რომ პრობლემას მოლაპარაკებების გზით მოაგვარებენ. დღეს, არცახის საკითხზე შინაარსობრივი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და სომხურ მხარეს შეუძლია ინიციატივის გამოჩენა და აზერბაიჯანისთვის სამხედრო დარტყმის მიყენება“, – განაცხადა ლევონ შირინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები