მწერალთა სახლი ცნობილ ფინელ პოეტსა და მთარგმნელს – რობერტ ვინონენს უმასპინძლებს

 15 ოქტომბერს, 18 საათზე, მწერალთა სახლში, ცნობილ ფინელ პოეტთან და მთარგმნელთან, რობერტ ვინონენთან შეხვედრა გაიმართება.
საღამოს გაუძღვება პოეტი მზია ხეთაგური. ამის შესახებ მზია ხეთაგურმა ფეისბუქის გვერდზე სტატუსი დაწერა.
„11 ოქტომბრის გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში“ შეგიძლიათ წაიკითხოთ რობერტ ვინონენის გახმაურებული წერილი სათაურით: ,,დაუბანელი რუსეთი საქართველოს მთებზე“ (თარგმნილია მოსკოვში გამომავალი გაზეთიდან – ,,ნოვაია გაზეტა“).
ვინ არის რობერტ ვინონენი?

1. საქართველოს და ზოგადად, კავკასიის გულშემატკივარი!
2. რუსულენოვანი ცნობილი ფინელი პოეტი!
3. ქართველ და კავკასიელ სტუდენტთა დამკვალიანებელი!
4. მოსკოვის ლიტ. ინსტიტუტის კათეთრის გამგე, პროფესორი (წლების მანძილზე)!
5. დაიცვა სადოქტორო ხარისხი თბილისში, გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით (თარგმანის საკითხები)!
6. მოსკოვში გამომცემლობა ,,სოვეტსკი პისატელის“ მთავარი რედაქტორი (წლების მანძილზე)
7. მტკიცე პოზიციის მქონე შემოქმედი-რუსეთის იმპერიული პროვოკაციების წინააღმდეგ მებრძოლი, ყურადსაღები პუბლიცისტური წერილების ავტორი. ამ პოზიციის გამო, საქართველოს ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერისთვის მისი კაბინეტის კარზე რობერტ ვინონენის ნაცვლად მიაწერეს: ჯოხარ დუდაევი!
8. პოეტური კრებულები: ,,გზის შეგრძნება“, ,,სიტყვის ხეტიალი“ და სხვა…
9. ფინური ლირიკული ეპოსის ,,კანტელეტარის“ რუსულ ენაზე მთარგმნელი!
10. საქართველოს ღირსეული სიძე – უნიჭიერესი კინორეჟისორის, მწერლისა და სამშობლოს უერთგულესი შვილის – ლია (ნა) ელიავას მეუღლე. დღეს ისინი ჰელსინკში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ“, – წერს მზია ხეთაგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები