„ოთარაანთ ქვრივის“ ტრადიციულ და თანამედროვე ინტერპრეტაციებზე ლევან ბებურიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

0

15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ – ტრადიციული და თანამედროვე ინტერპრეტაციები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი