ბარსელონაში აეროპორტში მომხდარი შეტაკების დროს აქციის 56 მონაწილე დაშავდა(ვიდეო)

ესპანეთში, ბარსელონის აეროპორტში აქციის დარბევის დროს, სულ მცირე, 56 ადამიანი დაშავდა.

კატალონიაში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის გამო, კატალონიის 9 ლიდერს 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლემ კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის კარლეს პუჩდემონის დაკავების ევროპის ახალი ორდერი გასცა.

ხალხი კატალონიის რამდენიმე ქალაქში შეიკრიბა, ბარსელონაში კი აქცია აეროპორტში გაგრძელდა.
პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალა გამოიყენა. დაშავებულთა დიდი ნაწილი 1 ტერმინალში იყო, მათგან 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 3 ჟურნალისტია.

არეულობის გამო, ასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.
აქციის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანია დაკავებული.
ოპოზიცია შეკრებას დღესაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები