სამხრეთ აფრიკაში მიგრაციის საწინააღმდეგო პროტესტებისას პოლიციამ 900-ზე მეტი პირი დააკავა

სამხრეთ აფრიკაში მიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 1000-მდე ადამიანი დააკავა.

ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევაშია ეჭვმიტანილი, ნაწილი კი – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ძარცვისა და სხვა დანაშაულების ჩადენაში.

საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. პოლიციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აქციების უმეტესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ცალკეულ ადგილებში ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა, რის გამოც სამართალდამცავებს ჩარევა მოუწიათ.

სამხრეთ აფრიკაში საპროტესტო აქციები, რამდენიმე კვირაა, იმართება. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კანონის აღსრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები