გიორგი ვოლსკი ბელგრადში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟარკო ობრადოვიჩთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დუბრავკა ფილიპოვსკისთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო როგორც რეგიონში მიმდინარე, ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, იოსებ ნანობაშვილი და სერბეთის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები