მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დებატებში იწვევს დაზარალებულის სტატუსის მქონე თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს, რისთვისაც ის “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას ფეისბუქ გვერდის საშუალებით მიმართავს.

როგორც მარიამი წერს, მას სურს პირდაპირი ეთერის ფორმატი.

“ყურადღება დღის დასასრულს, ამდენი გაუგებრობის და ქაოსის აღმოსაფხვრელად, მივმართავ ბატონ – ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის! მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს, მადლობა”, – წერს მარიამ კუბლაშვილი

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 8 ოქტომბერს პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად ცნო და შემდეგ ბრალი წარუდგინეს ილია ჯიშკარიანსაც.

​დეპუტატი კი ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები