საქართველოს ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში, ზურაბ ერისთავმა, დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დანილო მედინას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

შეხვედრაზე ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ელჩმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დომინიკის მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოსთან თანამშრომლობით როგორც ბიზნესის, ისე რეფორმების და გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები