სალომე ზურაბიშვილი: მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო სვეტიცხოვლობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფება, საიდანაც სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს.
პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები