გიორგი გახარია ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სომეხი კოლეგის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15 ოქტომბერს ერევანს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, გახარია და ფაშინიანი პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, ამის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის პრემიერი მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებს.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ასევე სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.

გასულ კვირას გიორგი გახარიამ, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები