“იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას” – რატი იონათამიშვილი

“იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატების უმეტესობისთვის სტრასბურგის სასამართლოს საქმეები და გადაწყვეტილება არის არათავსებადი მათ საქმიანობასთან და “ისინი თავზეც ახევენ მოსამართლეებს ამ გადაწყვეტილებებს”.

„ეს ადამიანები სინამდვილეში ევროპულ ღირებულებებს რომ აღიარებდნენ, ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი სტანდარტიც და ფასეულობაც არის ევროპული სასამართლო, მაშინ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ისინი გაითვალისწინებდნენ და ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს საზოგადოებას იმ დეზინფორმაციის და ცილისწამებისთვის, რასაც ისინი კადრულობდნენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ.

იმის მაგივრად, რომ ეს სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებები ეღიარებინათ, კიდევ უტიფრად იღებდნენ რეზოლუციებს ევროპარლამენტში, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რითაც ისინი პირველ რიგში აჩვენებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ევროპული სასამართლოების მიმართ.

ევროპელი ბიუროკრატების უმეტესობისთვის სტრასბურგის სასამართლოს საქმეები და გადაწყვეტილება არის არათავსებადი მათ საქმიანობასთან და ისინი თავზეც ახევენ მოსამართლეებს ამ გადაწყვეტილებებს. შემთხვევითი არ არის, რომ ეს არის ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში რეიტინგის მიხედვით არიან ნულს ქვემოთ უკვე. ვინც არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, ეს პირდაპირპროპორციულად მათ პოლიტიკურ კარიერაზე საკუთარ ქვეყნებშიც აისახება, თუნდაც დანიის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები