რეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა – მის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმს ბაკურიანის კინოფორუმმა უმასპინძლა

ბაკურიანის კინოფორუმზე ლაშა ოთხმეზურისა და ვახო ვარაზის დოკუმენტური ფილმის „დაკარგული რვანახევარის“ ჩვენება შედგა, რომელიც მიხეილ კობახიძის შემოქმედებას ეძღვნება.
ცნობილი ქართველი რეჟისორი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიხეილ კობახიძემ მოს­კო­ვის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი 1965 წელს დაამთავრა. იგი 6 მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ავ­ტო­რია, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით ფილმები – „ქოლ­გა”, „ქორ­წი­ლი”, „მუ­სი­კო­სე­ბი” სარგებლობდა. რეჟისორი ხში­რად თა­ვა­დაც თა­მა­შობ­და თა­ვის ფილ­მებ­ში.
სადიპლომო ფილმმა „ქორწილი“ (1964) სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.
ფილმი „ქოლგამ“ (1967) პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი და „ფიპრესის“ პრიზი მოიპოვა.
რეჟისორს, მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მუსიკოსების“ გამო, საბჭოთა ცენზურის მიერ დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.
მიხეილ კობახიძე 30 წელ­ზე მეტი პა­რიზ­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­დად­რო ჩა­მო­დი­ო­და.
იგი  მამა იყო გეგა კობახიძისა, რომელიც  1984 წელს, თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები