ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა გადმოსვლა მალევე მოახერხა და შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურმა გაუმართაობა სახელდება.

შს სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები