თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქრისტიანული წიგნის ილუსტრაციაზე კონკურსი  “განახლება” ტარდება

თბილისის სამხატვრო აკადემიაში დ. თუმანიშვილის სახელობის კონკურსი ქრისტიანული წიგნის ილუსტრაციაზე “განახლება” ტარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სტილში და მასალაში მომუშავე 18-დან 40 წლამდე მსურველებს შეუძლიათ.

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდა ხელოვანებს გააცნოს ქრისტიანული მსოფლხედვის უმთავრესი პრინციპები და დაეხმაროს მათ ამ თემატიკის მხატვრული გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური, თანამედროვე მიდგომების ძიებასა და აღმოჩენაში. კონკურსი არის პირველი პრეცენდენტი საერო და საეკლესიო ხელოვანთა ერთობლივი მუშაობისა. ამავდროულად, მას თან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამა – თეოლოგიური და სახელოვნებო ლექციები: ქრისტიანული მსოფლხედვა- თეიმურაზ ბუაძე, ბიბლიურ ფასეულობათა სისტემა – გიორგი გვასალია, ქრისტიანული ხელოვნება – ანა მგალობლიშვილი, იკონოგრაფია – თ. ინწკირველი. ასევე ცნობილი მხატვრების მასტერკლასები როგორიცაა: ლევან ჭოღოშვილის, დათო სულაკაურის, გოგა მაღლაკელიძის.

კონკურსის ბოლოს მოეწყობა გამოფენა. გამოიცემა და გაიყიდება გამარჯვებული ნამუშევრებით გაფორმებული წიგნი, რომლის სახელწოდებაა “ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება”. კონკურსის პირველი ადგილის მფლობელს 2000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი ორი კონკურსანტი გახდება და 1000 ლარით დაჯილდოვდებიან, ხოლო მესამე ადგილის ორი მფლობელი 500 ლარს მიიღებს საჩუქრად.

კონკურსს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ა(ა)იპ „ფასეულობათა კვლევის საზოგადოება”, ა(ა)იპ „ფასეულობათა კვლევის საზოგადოება”, სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებენ და ფინანსურად პარტნიორები: შპს გამომცემლობა „მერიდიანი”, ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისა”, შპს „ჯი ემ თი სასტუმროები” უზრუნველყოფენ.

კონკურსი 10.11.19 – დან 25.03.20.- მდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები