სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ რადიოში საქართველოზე მომზადებული გადაცემის სტუმარი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი- სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 14 ოქტომბერს, ფრანგულ რადიოში France Bleu, საქართველოზე მომზადებული გადაცემის “Embarquement immédiat” პირველი სტუმარი იქნება.

“გადაცემა, მთელი კვირის განმავლობაში, ფრანგ მსმენელს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტურიზმის, გასტრონომიისა და მოგზაურობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ვიქტორინის საშუალებით, საქართველოს საგზურს გაათამაშებს.
უცხოურ მედიაში ასეთი ტიპის გადაცემები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებას”,- წერს ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები