ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოსიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

​ხაშურში ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.  ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ბრალდებულის უფლედამცველმა ლუიზა ჩადუნელმა დაუდასტურა. ირაკლი დეკანოსიძე არსებული ინფორმაციით, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი​.

“ახლა გზაში ვარ. ზუსტად ვერ გეტყვით რომელი საათისთვის მოხდება ბრალის წარდგენა თუმცა დიდი ალბათობით, ეს დღის განმავლობაში მოხდება”,-განაცხადა ლუიზა ჩადუნელმა.

შეგახსენებთ, საზარელი მკვლელობა ხაშურში ორი დღის წინ მოხდა. ბრალდებულმა ირაკლი დეკანოსიძემ მეუღლე, რომელთანაც განქორწინების პროცესში იმყოფებოდა, თოფის კონდახით სცემა, რის შედეგადაც 30 წლის ქალი ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები