“სვეტიცხოვლობის” დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის რამდენიმე ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

“13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დავით აღმაშენებლის ქუჩა დაიკეტება.
14 ოქტომბერს მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება.
მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.
15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე მოძრაობა სრულად აღდგება”,- აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები